fbpx

თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, რადგან მათი აზრით, კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება