სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ჭრილში სამინისტროების მასშტაბითპირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვამიმდინარეობს. აღნიშნული…
კატეგორია: პოპულარული
არ გცოდნიათ ვინ ყოფილა ბიძინა ივანიშვილი და თურმე ვერც ქართველ ხალხს ცნობთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალური ქსელით საქართველოსადმი ანტისახელმწიფოებრივად დამოკიდებულ პირებს მიმართავს. თქვენ ებრძვით ქართველს, რომელმაც…
თბილისის მერი მეგი ბანცაძეს შეხვდა – „ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენს მიმართ გამაჩნია“
თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკშიმომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადიდახმარება…
სულ რომ ზურაბია ადეიშვილში გაერჭოთ, საქართველოში ომი არ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს,რომ საქართველოში ომი…
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაგამართა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ედიტე მედნეს ახალ პოზიციაზე…
ირაკლი ღარიბაშვილი, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს, ლერი ხაბელოვს შეხვდა
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა. იმისთვის, რომ საქართველომ, კერძოდ ბაკურიანმა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლოს, კონკრეტული ღონისძიებების გატარება მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამში 100 მლნ ლარი დაიხარჯება. 2023-2024 წელს დაგეგმილია კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რაც მომავალში, ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, სპორტის კონკრეტულ სახეობებში, უცხოეთის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში მოემზადონ. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ესწრებოდნენ.
უკრაინის ხელისუფლებაშიც მაგრად ურიკინებენ!
ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: -როგორც კურილის…
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით – 550 მლნ აშშ დოლარზე მეტი. „შუახევი ჰესი“, დაახლოებით, 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. პროექტი სამი ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული როგორიცაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC. მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საიდანაც უმეტესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ხოლო ოპერირების ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 100 ადამიანია. Tata Group მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 935 000 შეადგენს.…
“საქპატენტის” თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. “საქპატენტის” ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს. “საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს “საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისის
N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს
დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისისN1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოსდამსახურებული მასწავლებლის წოდების…
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი, რაც ასევე ოპტიმიზმის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე- პრეზიდენტი საქართველოში ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ჯორჯ უელტონი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თომას კიმესვენგერი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი, საქართველო-თურქეთის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან ბოლქვაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი გიორგი ჯუღელი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ბიზნესანალიტიკოსი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოში მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფ-რეპეტიტორების გადამზადება-
სწავლების კურსი დაიწყო
.კულტურის ინსტიტუტის დირექტორის, მურმან გამისონიას ინფორმაციით,საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში შესული ცვლილების საშუალებით,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული გადამზადებისპროექტი…
მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა-კახა კალაძე
კახა კალაძე: ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც…
დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის-კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადება დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულიად შეცვალა, არათუ…