fbpx

მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა-კახა კალაძე

კახა კალაძე: ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის, მოვინახულო ყველა, ვინც ტრაგედიამ დააზარალა და მათ, ვისი მადლიერიც ვარ თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გაკეთებულ განცხადებაში გამოეხმაურა იმ აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა მის შეხვედრებს მერიის თანამშრომელ დევი მეზურნიშვილთან და ტრაგედიის მონაწილე მოზარდთან. კალაძის თქმით, ის არა მხოლოდ როგორც თბილისის მერი, არამედ როგორც მოქალაქე თვლის თავს ვალდებულად შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ტრაგედიამ დააზარალა ან მონაწილეობა მიიღო ბავშვების გადარჩენაში. „რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის – დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა – თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები,“-აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება