fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა,  ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა, რომელიც მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის საფუძველია. „მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო. ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა, მე მინდა ყველას მოგესალმოთ. პირველ რიგში, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს ინოვაციაა, შავი ზღვის ფსკერზე ყველაზე გრძელი კაბელი იდება-ვიქტორ ორბანი

მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს – მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ…

ირაკლი ღარიბაშვილი – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა – ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე

მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა. „მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს

. საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. პრემიერ-მინისტრის თქმით,  ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს. „ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიეწოდოს.  ევროპის გარდა ყველა მეზობლისადმი გაგვაჩნია ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო გადამცემი  კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობები  ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად – საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. 2020 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა. 2021 წლის 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და იქედან 18 თვეში დასრულდება. ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგო ტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მსურს დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ლევან ნიკოლეიშვილი: გიენებივით არიან ფსევდოლიბერალები, თუ მათთან ერთად არ ხარ და შენიანად არ გთვლიან, შემოგესევიან და შეგჭამენ

,,გიენებივით არიან ფსევდოლიბერალები…თუ მათთან ერთად არ ხარ და შენიანად არ გთვლიან, შემოგესევიან და შეგჭამენ “ –…

თამთა მეგრელიშვილი: მეორე დღეა მიდის დაუსრულებელი ბულინგი. ეს არის ფსევდოლიბერალების რეალური სახე

“მეორე დღეა მიდის დაუსრულებელი ბულინგი… ფაქტია, რომ თუ მათი ბაბლის წევრი არ ხარ და მეტიც ებრძვი…

სწორედაც საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას იმ აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა-ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო, რაც…

წესით სააკაშვილი ამდენი ცოდვის მერე ვერც უნდა ჭამდეს და არც უნდა ეძინოს!

,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, საქართველოში ძალოვანი ორგანოების მიერ მოკლული ადამიანების სიას…

ნაცმოძრაობას და მის ბელად მიხეილ სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე. და ეს მომენტიც დადგა

ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრმა იცით, რომ წლების განმავლობაში შეგნებულად, ჩვენ ყველანი თავს ვიკავებდით რეზოლუციის მე-11 პუნქტში მითითებული…

ჰააგაში გამოძიება დასრულდა საქართველოს გამარჯვებით და საქართველოს მტრები რას იტყვიან დიდი ხანია საინტერესო აღარ არის-ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა: ჰააგაში გამოძიება დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, ეს არის მთავარი და საქართველოს მტრები რას იტყვიან დიდი…

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსახლობას და ადგილობრივ მედიას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსახლობას და ადგილობრივ მედიას, ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. მერმა შეხვედრის…

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულლმა სამუშაოების…

გამგეობის თანადაფინანსებით
საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია 69 მისამართზე
განხორციელდა

მიმდინარე წელს, სამგორის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთაამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით,მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. გამგეობის თანადაფინანსებითსაცხოვრებელი კორპუსების…

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩისმიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი,…

უზრდელი ხარ ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ, ქალი ხარ-რატი ბრეგაძე

აუ, ძაან შემაშინე, რა, ძაან შემაშინე! ვკანკალებ! უზრდელი ხარ, უზრდელი ხარ, ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ,…