fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ხაბეიშვილის განცხადებებზე ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება. მისივე თანამოაზრეები, რადიკალებიც და არარადიკალებიც არ იჯერებენ მის მუქარებს

„ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება და ზოგიც ვერ ითმენს ხაბეიშვილის განცხადებებზე. საინტერესოა, რომ მისივე თანამოაზრეები, რადიკალებიც და არარადიკალებიც არ იჯერებენ მის მუქარებს, უფრო მეტიც ისედაც სახელი გვაქვს გატეხილი, სულ ნუ გავიბანძებთ თავსო ეუბნებიან“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, თუ ვინმეს ჰგონია ხაბეიშვილი და მსგავსნი ყბედობიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, თავზე ხელს გადაუსვამენ ძალიან ცდება. ასე რომ სანერვიულო არც არაფერია, უბრალოდ დაშლის პირას და აგონიაში მყოფი ნაციონალები ათას რამეს იტყვიან.

„ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება და ზოგიც ვერ ითმენს ხაბეიშვილის განცხადებებზე. რევოლუცია უნდა მოვახდინოთო, გაფიცვები მოვაწყოთ და თუ საჭიროა ფიზიკურად ძალის გამოყენებით უნდა გამოვიხსნათ სააკაშვილიო. საინტერესოა, რომ მისივე თანამოაზრეები, ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალებიც და არარადიკალებიც არ იჯერებენ მის მუქარებს, უფრო მეტიც ისედაც სახელი გვაქვს გატეხილი, სულ ნუ გავიბანძებთ თავსო ეუბნებიან. არც უცხოელი ავის მოსურნეები უნდა იყვნენ კმაყოფილი, ასე ერთიანად უგვანოები როგორ არიან ოპოზიციაც და არასამთავროებიცო, ფიქრობენ. ფიქრობენ და ვერ მოუფიქრებიათ ვისზე დასდონ ბოლოს და ბოლოს ფსონი…
ხელისუფლება კი აგრძელებს თავის საქმეს: მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეკონომიკაშიც წინსვლა აქვს, ევროპისკენ გეგმაზომიერად მიდის, ახლა თუ ვინმეს ჰგონია ხაბეიშვილი და მსგავსნი ყბედობიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, თავზე ხელს გადაუსვამენ, ძალიან ცდება. ასე რომ სანერვიულო არც არაფერია, უბრალოდ დაშლის პირას და აგონიაში მყოფი ნაციონალები ათას რამეს იტყვიან. ისე, მათი ნათქვამი და საქმე როდის ემთხვევა ერთმანეთს?!“- წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება