აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი…
კატეგორია: მთავარი ამბები
ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ – ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება
ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას. „პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტლის მონაცემებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგინა ევროკომისიამ. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. დღესაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება. კომპანია „ტეზერთან“ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ეს არის დაახლოებით 200 მილიარდის აქტივების მქონე მაღალტექნოლოგიური კომპანია. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებში არის მაღალი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს ყველაფერი დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და დამატებით ტემპის გაზრდას. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა, გვყავს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. თუ ჩვენ შარშან წელი დავხურეთ 7,5%-ით, პირველ კვარტალში გვქონდა 9,1% ეკონომიკური ზრდა. ანუ, შარშანდელ მაღალ ზრდასთან შედარებითაც კი გაიზარდა ზრდის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის კორუფციის აღმოფხვრა, კონკრეტული მიმართულებებით პოლიტიკის გადახედვა. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო
რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ…
პრემიერი ანდრეოლის ვიზიტზე -პირველად გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა
ვიზიტის ფარგლებში, გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის,…
„საქართველოს ფოსტა “დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს
2026 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს…
ირაკლი კობახიძე – 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ – 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000
2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000. „სიღარიბის მთავარი ინდიკატორი არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. ფარდობითი ვერ იქნება მთავარი ინდიკატორი, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე. მინდა მაგალითად მოვიყვანო საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს 2020 წელს და რამდენს იხდიან დღეს. აქედან შეგიძლიათ მარტივად გადაამრავლოთ ოთხზე და მიიღებთ იმას, თუ რამდენი იყო მოსახლეობის შემოსავლები 2020 წელს და რამდენია 2025 წელს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი. დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ. 5 წლის წინ თუ მათი შემოსავლები იყო 13 მილიარდი, ახლა არის 33 მილიარდი. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ გასცეთ კითხვას პასუხი, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის შემოსავლები ამ ქვეყანაში.…
ირაკლი კობახიძე – გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას
გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა,…
ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე – ჩვენ არათუ უარი ვთქვით, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის
ჩვენ არათუ უარი, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და…
თამარ ჩიბურდანიძე: ვერც „კარდაკარი“ ჩაატარეს, ვერც ხელისუფლების შეშინება გამოსდით 26 მაისს. დროა შეიგნოს ოპოზიციამ, რომ რევოლუციების დრო დასრულდა, ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში
26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით…
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს
26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის…
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები
სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით,…
ირაკლი კობახიძე – როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი – ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი, როდესაც ასეთ ადამიანი საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი
გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება
მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად…
პრემიერი – მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას და შესაბამისად, სიღარიბის შემცირებას
მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია,…
პრემიერი – სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს,…