26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში – ცენტრალურ პარკში.

კონცერტს გამართავენ.   ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და…

ირაკლი კირცხალია – გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა

“გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და…

ირაკლი კირცხალია – ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, განხილულ…

ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს

„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების…

ეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში – ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ…

ComCom-ის წევრი ნათია კუკულაძე სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიას წარუძღვა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია.…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და…

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მასპინძლობს 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის დღე…

ლანა მორგოშია: ,,წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა.  ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმრებს ზუგდიდის მთავარ მოედანზე იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდება. ლანა მორგოშიას თქმით, წელს 26 მაისთან ერთად აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავი და ეს დღე ორმაგად საზეიმო და განსაკუთრებულია.     „გვექნება არაერთი მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიება, ისევე, როგორც ყოველ წელს. უბრალოდ, წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის. იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. წელს აღვნიშნავთ ზუგდიდში და წარმოვადგენთ ჩვენი ეროვნული არქივის ინსტალაციებს, ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ისტორიასა და ქრისტიანობის ისტორიასთან ერთად წარმოვადგენთ ისტორიას ზუგდიდის შესახებ, ისტორიულ ფაქტებს. გვექნება თემატური სტენდები, სივრცეები, ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართულებებიც იქნება წარმოდგენილი. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული კუთხეები. მე შემიძლია მიკერძოების გარეშე ვთქვა, რომ მეგრული სამზარეულო არის ძალიან გამორჩეული და, შესაბამისად, ესეც გვაქვს გათვალისწინებული. გვაქვს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რადგან  ჩვენი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  სწორედ ამ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით სერვისს აწვდის  და 26 მაისსა და სხვა ღონისძიებებზეც გვაქვს გამოფენა-გაყიდვა. გვექნება, ასევე, ყველასათვის ნაცნობი და ძალიან მოთხოვნადი სამახსოვრო პასპორტები, ქორწინების სივრცე, რომელიც არაჩვეულებრივად იქნება მოწყობილი და, წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ყოველთვის ერთი წყვილი  მაინც გვყავს ხოლმე, რომელიც ამ დღეს ხელს აწერს.  ვცდილობთ, ყველა ასაკის სტუმრის გემოვნება და მოთხოვნილებები გავითვალისწინოთ, თუმცა, ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. ჩვენც გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი პენიტენციური სამსახურის აღჭურვილობა და  კვადროციკლები. ასევე, მოსწონთ სამახსოვრო პასპორტები, ID ბარათების კუთხე, სადაც შესაძლებელია ფოტოს გადაღება“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, გადაცემაში „იმედის დილა“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ვემზადებით 26 მაისისთვის. საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც თანამედროვე ქართულ…

ირაკლი კობახიძე – 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

პრემიერი – აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი…

ირაკლი კობახიძე –  ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ – ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება

ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას.   „პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტლის მონაცემებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგინა ევროკომისიამ. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. დღესაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება. კომპანია „ტეზერთან“ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ეს არის დაახლოებით 200 მილიარდის  აქტივების მქონე მაღალტექნოლოგიური კომპანია. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებში არის მაღალი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს ყველაფერი დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და დამატებით ტემპის გაზრდას. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა, გვყავს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. თუ ჩვენ შარშან წელი დავხურეთ 7,5%-ით, პირველ კვარტალში გვქონდა 9,1% ეკონომიკური ზრდა. ანუ, შარშანდელ მაღალ  ზრდასთან შედარებითაც კი გაიზარდა ზრდის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის კორუფციის აღმოფხვრა, კონკრეტული მიმართულებებით პოლიტიკის გადახედვა. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო

რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ…