fbpx

ზურაბ ქადაგიძე ნინო ქათამაძეს: მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს

„2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ…

ლევან ნიკოლეიშვილი: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა კონცერტზე არ მიმიწვიესო, თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ – ცოტა უხერხული, ხომ არ არის?

ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან…

ნინო ფოჩხუა ნინო ქათამაძეზე: უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა?

უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც…

დავით ქართველიშვილი: მთელ რიგ სპეციფიურ საკითხში, როგორიც არის მაგალითად, “გენდერული მრავალფეროვნება” – ევროკავშირში შემავალ უმეტეს ქვეყანაში ამ უკუღმართობებს კრძალავს ან კანონი, ან რეფერენდუმის შედეგი

“რას ნიშნავს “ევროკავშირის ფასეულობები” თუ “ღირებულებები”, დარწმუნებული ვარ, ამასაც ჩავწვდებით ბოლომდე. ევროკავშირი წარმოადგენს 27 სხვადასხვა განსხვავებული…

შალვა პაპუაშვილ: საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს – ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია

მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი…

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის – ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი

„არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გრძელდება რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ…

შალვა პაპუაშვილი ელჩებს – საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოელ საზოგადოებასთან სამუშაოდ მეტ აქტიურობას გთხოვთ – ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა

ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან…

პრემიერი ელჩების კონფერენციის გახსნაზე –  ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და  ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს  ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის

მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ…

პრემიერი: მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, კორუფციის კონტროლის ინდიკატორში ვუსწრებთ ევროკავშირის 10 ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში ვუსწრებთ ევროკავშირის 8 ქვეყანას

რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატს. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის…

ილია დარჩიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების მაღალპროფესიონალური საქმიანობით და ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა

წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! პრემიერ-მინისტრის, ბატონ…

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი

დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. „მოგესალმებით, მეუფე შიო, მეუფენო, ძვირფასო მეგობრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, მედიის წარმომადგენლებო! მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი. შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობასა და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი  ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა. შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული   ქვეყნის, ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ ხელოვნების თითოეულ ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა, მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა  პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და, ხშირად, თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანძურის კვლევა და დაცვა, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი.  მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში ემიგრაციის ურთულეს პირობებში უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა დედაეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. საყოველთაოდაა ცნობილი მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს − ბატონ დავით ლორთქიფანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას, მე არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ  საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა; საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მათ შორის: ტიხრული მინანქრის ხატწერის იშვიათი ნიმუშები, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ანჩის მაცხოვრისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატები, დავით აღმაშენებლის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის ბარძიმი, თამარის ჯვარი და ა.შ.…

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა

გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი…

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია

დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია,…

ნანა კაკაბაძე: 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს ელოდება სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა, რადგან ოპოზიციად წოდებულმა მომავალმა რევოლუციონერებმა იციან, რომ ხალხში საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო, არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში მოსვლა გამორიცხულია

“რამდენი მეთოდიც არ უნდა დათვალონ და გამოიყენონ ხელისუფლებაში ვითომ არაძალადობრივი გზით მოსვლის მსურველებმა, როდესაც მათ ხალხის…

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი

11 წლის წინ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე. პირიქით, ყოველ დღე და ყოველთ თვე…