fbpx

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა -ირაკლი ღარიბაშვილი

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა, 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო  დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. „მე მინდა დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთო განცხადება, გავავრცელო და მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს. პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრს, ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ახალ ბიუჯეტზე. მოკლედ შევაჯამებდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში. მინდა ვთქვა, რომ კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-სთან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, მეგობრებო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო  დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. ანუ, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას. 86 მილიარდი ლარი. და დოლარში  8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი – 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში – ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ,

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა. „რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და  გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს “, – განაცხადა პრემიერმა.

თამარ ჩიბურდანიძე: ახალი მესიჯით მოსაუბრე პრეზიდენტი თავისი ოპოზიციით, კიდევ ერთხელ ამცირებენ საკუთარ ქვეყანას

ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ეხმიანება…

ავთანდილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტზე გიორგი გოგოტიშვილის შესახებ – ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა

სასამართლო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, ამის თვალსაჩინოებაა თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის…

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები,…

ქალბატონო სალომე, თქვენ ჩანიშნეთ ბრიფინგი, არ ეკუთვნოდათ ჩვენს ბავშვებს უკრაინიდან ქულებიო!

-აბა, ზელენსკი-არახამიას ფანებო, გააათმაგეთ ავატარებზე უკრაინის დროშები.- ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ” მოძმე” უკრაინის მიერ…

ზურაბ ქადაგიძე საბავშვო ევროვიზიაზე უკრაინის მიერ საქართველოსთვის ხმის არ მიცემაზე: ესაა მარტივი მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის…

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება უკრაინის მიერ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოსთვის ქულის არ დაწერას. ქადაგიძის თქმით,…

დავით ქართველიშვილი: თვალსა და ხელს შუა გვეცლება ისრაელ-ჰამასის ომის ძირითადად პროგნოზირებული მიზანი – ირანი

“ყველაზე მნიშვნელოვანია ეს “მეტამორფოზა” – ირანის მიმართ ომის გაჩაღების პერსპექტივიდან დაწყებული, ირანის როგორც რეგიონალური “მშვიდობისმყოფელის” დაჯილდოვებით…

გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში,წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის…

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: ჩეხეთს აღარ აქვს თავისუფალი იარაღი უკრაინისთვის მისაწოდებლად

ჩეხეთს უკვე აღარ აქვს იარაღი საწყობში, რომელიც უკრაინისთვის შეიძლება გადაეცა, ამიტომ მთავრობამ ახლა ალტერნატივა მონახა. როგორც…

საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა

საქართველოში პირველი, „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა, რომელიც Marriott International-ის ბრენდის ეგიდით დაიწყებს…

დავით ქართველიშვილი: 2015 წელს, ჩინეთის ტელევიზიასთან ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს შემდეგ, ვინმეს თუ გსმენიათ აწ უკვე სტაჟიანი „ჩინეთოფობის“, თინა ხიდაშელის აღშფოთებული ხმა? არა, რამეთუ აგენტოკრატებისაგან მაშინ მსგავსი დავალება არ მიუღია

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2015 წელს ჩინეთის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუს…

უკრაინამ საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე ქულა არ დაუწერა

უკრაინამ საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე ქულა არ დაუწერა. საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან –…

სოზარ სუბარი: სააკაშვილი ისევ დაუბრუნდა ძველ ნარატივს, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი შეხსენება თავისი პატრონების მიმართ – თუ არ დამიხსნით პატიმრობიდან, კარტებს გავხსნი

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს.…

რადას დეპუტატი მარიანა ბეზუგლა – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის გეგმა ვერ წარმოადგინა, უბრალოდ თქვეს, რომ თვეში მინიმუმ 20 ათასი მოქალაქის წაყვანა სჭირდებოდათ

ახლა ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის და ყველა მათი წინადადება…