გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს ბავშვის დაბადების მომენტში დედის სქესის დაზუსტებას

გერმანული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბადების რეგისტრაციის ერთ-ერთი აქტი, ბავშვის დაბადების მომენტში დედის სქესის…

ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს: გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა “გულაობს” და ფულს აკეთებს, აგერ – მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში “გულაობენ”

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს. მიქიაშვილი მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ…

ComCom-მა ITU-სთან ერთად ციფრული რეგულირების ქსელის მმართველი საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირთან (ITU) ერთად, საქართველოში ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) მმართველი საბჭოს შეხვედრა გამართა,…

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში…

McDonald’s-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

სწრაფი კვების ქსელმა McDonald’s-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო…

ირაკლი კობახიძე-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და არატექნიკური  მიმართულებები დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ  უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება

შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. „საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა.  ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე  არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას,  აკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა. „ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ComCom-ის თავმჯდომარემ ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის…

კახა კალაძე გლდანის III მიკრორაიონში რეკრეციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

გლდანის III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ, უკანონო შემოღობვებისადა ავტოფარეხების ადგილზე, რეკრეციული სივრცე ეწყობა.მიმდინარე სამუშაოები დღეს…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადმინისტრაციულ ერთეულებშიარსებული საკითხები განიხილა და ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობისაუცილებლობაზე, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე დროული…

ფიროსმანის ქუჩის N29-ში მდებარე მე-19 საუკუნის შენობის რეაბილიტაცია გრძელდება

„თბილისის განვითარების ფონდი“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის N29-ში, სადაც გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფომუზეუმი მდებარეობს,…

ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია წიკლაური №83 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო

თბილისის საკრებულოს ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია წიკლაური, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან…

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N 132-ე და N 169-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა

GCCA-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ…

ახალქალაქში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკონსულტაციო კომპანია ,,ჯეპრამ“ ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს დეტალურად გააცნეს ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ…