სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომხმარებელთა უფლებების, მათი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების, კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ-ვაჭრობისას. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას გასათვალისწინებელ წესებზე, გაეცნენ უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართვის მექანიზმებს და იმ უწყებებს, რომელთაც მსგავს შემთხვევებში მათი დახმარება შეუძლიათ.