fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა, ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება

დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც…

კარლ ნეჰამერი – საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა ამის მიუხედავად, რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის

რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. თუკი გადახედავთ ევროპას, ევროპის არქიტექტურას, ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატოს, შვედეთზე…

პრემიერი – როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე

პრემიერი – როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5…

კარლ ნეჰამერი- ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში

ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია-ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს რეალურად ოკუპირებული,  სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით. კარლ ნეჰამერის თქმით, ევროპის მშვიდობაზე, აღმავლობაზე და პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა სწორია. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში  საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იქნას აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი-  ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კარლ ნეჰამერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პუნქტებზე საქართველოს მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს მუშაობას იმისთვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს. რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე.  ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას.  რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. მე ასევე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას. ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ თუნდაც რეფორმები და ის მიღწეული პროგრესი, რომელიც თქვენ გაქვთ და ავსტრია, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მაგალითია  საქართველოსთვის. მე რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, მოხარული ვიქნები ჩვენი თანამშრომლობის და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას მეგობარს, ბატონ კანცლერს მოწვევისთვის და მე მჯერა, რომ ბატონი კანცლერი ასევე ეწვევა საქართველოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ზვიად შალამბერიძე: ამ ეტაპზე ტყიბულში 10 000 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ტყიბულის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების…

ბოლნისის მუზეუმში ქართული ენის შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, ბოლნისის მუზეუმში, პროექტის ,,ქართული ენის კურსები ეთნიკურიუმცირესობებისთვის“ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემისა დადაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.ღონისძიების ბოლოს…

დეპუტატი ნინო წილოსანი გარდაბანში, საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან…

ჩვენ ვირჩევთ ბიძინა ივანიშვილს და თუ თქვენი მზაკვრული გეგმა მაინც განხორციელდა ნახავთ -სადაა ნამდვილი საქართველო-გოჩა ნაჭყებია

დე-ოლიგარქიზაციის მომთხოვნი ევროპა, ვგულისხმობ ევროპარლამენტის დეპუტატთა იმ ნაწილს ვისაც დოლარებიანი კონვერტები შემოაკლდა, საქართველოს შინაური მტრების ,…

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ლონდონში „სახმელეთო ომის კონფერენციას“დაესწრო

=საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსივიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოშიიმყოფებოდა. ბრიგადის…

წყაროს ქუჩაზე სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტულისივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.სრულიად ახალი სპორტული მოედანი ამჯერად, წყაროს ქუჩაზე,…

აგე, ხოშტარიებს ისევ ჩარიცხვიათ პაპაი გადმოგზავნილი ფულები -გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ელენე ხოშტარიაზე წერს- მე მთელი ცხოვრება ვამტკიცებ, რომ საქართველო განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩევა… დამიჯერეთ,…

ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძისბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ…

დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა – დიდ დიღომში, მე-3მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, –…

წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტულიმოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახაკალაძემ…