fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ელჩი დეგნანი ნაცების ნარატივებით და მესიჯებით საუბრობს

ლევან ნიკოლეიშვილი: ელჩი დეგნანი ნაცების ნარატივებით და მესიჯებით საუბრობს, როდესაც “გავრილოვის ღამეს” იყენებს ელჩი კელი დეგნანი, როგორც ჩანს საბოლოოდ გადავიდა ზღვარს, როდესაც ნაცების ნარატივებით და მესჯებით საუბრობს, როდესაც სიტყვა “გავრილოვის ღამეს“ მოიხმარს, უფრო მეტიც როგორც ჩანს ამართლებს კიდეც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის ორგანიზატორებს, როდესაც ანალოგიურ ქმედებებზე ათასობით ადამიანია დაკავებული შეერთებულ შტატებში – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ლომჯარია-გიგაური-მშვენიერაძის მხარდაჭერა, აკერმანის შეთქმულებაზე და ვიზიტზე არგამიჯვნა ასევე მიუთითებს ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციის ღია მხარდაჭერაზე. „ელჩი კელი დეგნანი, როგორც ჩანს საბოლოოდ გადავიდა ზღვარს, როდესაც ნაცების ნარატივებით და მესჯებით საუბრობს, როდესაც სიტყვა “გავრილოვის ღამეს“ მოიხმარს, უფრო მეტიც როგორც ჩანს ამართლებს კიდეც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის ორგანიზატორებს, როდესაც ანალოგიურ ქმედებებზე ათასობით ადამიანია დაკავებული თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლომჯარია-გიგაური-მშვენიერაძის მხარდაჭერა, აკერმანის შეთქმულებაზე და ვიზიტზე არ გამიჯვნა ასევე მიუთითებს, მის რბილად რომ ვთქვათ ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციის ღია მხარდაჭერაზე! და ბოლოს, პირდაპირ უნდა ითქვას მის მიერ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ხელისუფლების დადანაშაულება, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, უკვე კომენტარსაც აღარ საჭიროებს! უამრავი მეგობარი მყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაქვს მიღებული საკმაოდ სერიოზულ განათლება აშშ-სა და ნატო-ს კოლეჯებში, საკმაოდ კარგად მესმის დასავლური საგარეო პოლიტიკისა თუ დიპლომატიის ნიუანსები, მაგრამ იმას, რასაც ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს და აკეთებს, არაფერი აქვს საერთო არც სტრატეგიულ პარტნიორობასთან, არც მეგობრობასთან და არც დიპლომატიასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, აშშ-ი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ბევრი რამ კიდეც გაირკვევა და კიდეც დალაგდება, დალაგდება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ხალხების სასარგებლოდ და არა საზიანოდ, როგორ ეს ქალბატონ დეგნანს წარმოუდგენია და სამწუხაროდ აკეთებს კიდეც!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება