fbpx

თამთა მეგრელიშვილი: საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და გავრილოვის ღამედ აღქმა

თამთა მეგრელიშვილი: საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური ინსტრუქტაჟით გავრილოვის ღამედ აღქმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში პრინციპში მხილებულ იქნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ამ მოვლენებიდან წლები გავიდა და დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას აცდენილი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს სულ სხვა პოლიტიკური ნარატივით მოძღვრავს -წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანის განცხადების შესახებ. მისი თქმით მის განცხადებაში ბევრი პოლიტიკური უზუსტობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური ინსტრუქტაჟით გავრილოვის ღამედ აღქმა. „შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშში, შემაჯამებელ ნაწილში მოხვდა 20 ივნისის ღამე – (2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი , სერგეი გავრილოვი). ომის პარტიის მიერ ამ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციით აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისი დაატოვებინეს. მაშინ სრული პასუხისმგებლობა მათ შორის, ყველა ხელქვეითის ქმედებაზეც საკუთარ თავზე აიღო მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საბოლოოდ 20 ივნისის მოვლენები შეფასდა, როგორც თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში პრინციპში მხილებულ იქნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები (კადრებიდან ბევრი რამ გამოიკვეთა). ამ მოვლენებიდან წლები გავიდა და დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას აცდენილი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს სულ სხვა პოლიტიკური ნარატივით მოძღვრავს – “მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”. მის განცხადებაში ბევრი პოლიტიკური უზუსტობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური ინსტრუქტაჟით გავრილოვის ღამედ აღქმა. ამერიკის ელჩი აცდენილია საკუთარი სახელმწიფოს მკაფიო პოზიციას, ის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ენით, რაც დიდი შეცდომაა. არ ვიცი ვინ ავალებს ან რატომ ივალებს ქალბატონი კელი დეგნანი “ამდენს” მაგრამ ფაქტია, მის მიერ წახალისებული პოლიტიკური არაერთი უზუსტობანი ქართველი ხალხის მიერ უკვე “ნანახი ფილმის ხელმეორედ ყურებას გავს” – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება