fbpx

ფინანსისტთა ასოციაციის მიერ, გარდაბანში სპეციალური ტრენინგ-კურსი ჩატარდა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალური სამსახურის წარმომადგენლებისთვის , სოციალური ადმინისტრირებისა და…

კობა კობალაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, რეზო…

პრემიერ-მინისტრმა თუშეთში პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა. ომალოს პოლიციის შენობის მშენებლობა საპოლიციო…

  “ბორჯღალოსნებმა” ამჯერად პორტუგალიის ნაკრები 23:14 დაამარცხეს 

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ , რაგბში საქართველო-პორტუგალიის ნაკრების…

ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელისწავლება გაიმართა. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები დარეინჯერთა…

სამეგრელოს გუბერნატორი: წალენჯიხას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს…

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლისწარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლისმეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა.აზერბაიჯანის…

ფესტივალი „Art-გენი 2022“ იწყება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულმუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალურიბალეტის – „სუხიშვილების“…

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთია

მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ყველას ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღესასწაულზე – 14 ივლისს, რომელიც აღნიშნავს თავისუფლებას, თანასწორობასა და საფრანგეთის ერთიანობას! მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს. საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპა და დავიცვათ წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ამ განსაკუთრებულ დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2022 წლის 21 აგვისტოს აღინიშნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და მონდომებით თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ორმხრივად მომგებიანი შედეგი მოგვიტანა  სხვადასხვა სფეროებში. 2019 წლიდან ჩვენს მრავალგანზომილებიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას ამყარებს „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგი“, რაც დღესდღეობით, ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, საკვანძო/ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ბოლო წლებში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების გააქტიურება. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყანას, ევროპისთვის მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს, რის ფონზეც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საფრანგეთის, როგორც წლების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის დახმარება, მათ შორის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობით, ფასდაუდებელია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კვლევის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი დინამიკა, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ მჯერა, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც 2019 წელს, თბილისში დაარსდა, წარმოადგენს ყველაზე პროგრესულ და პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ ხიდს. მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საყრდენს. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ დგომა, ევროკავშირისა და ნატო-ს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამაგალითოა. ჩვენი ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგული მხარისადმი იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა იქონია  2008 წლის ომის დროს  და რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული …

ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რაიონს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, არსებულიურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა დაგოიგოლის რაიონის მოსახლეობის უფრო…

გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

 ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს,  ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და აღსტაფას რაიონის…

სკანდალური ჩანაწერი,ნოდარ მელაძის,,დაქალი,,სოსო გოგაშვილი

კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა დაბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილიმემორიალური დაფის გახსნის…

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე მემორიალური დაფა განათავსა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე,რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელიეწოდა, შესაბამისი აბრა…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა. “საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას. იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ გლოვის ჟამს ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას,”- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში