პრემიერ-მინისტრმა 9  აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი  მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან  იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

საქართველო გაეროს მსოფლიო  ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის  სხდომაზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრაზეა წარმოდგენილი.ალბანეთში, ქალაქ ტირანაში კომისიის…

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის  თანამშრომლებს  ახალი უფროსი,  ირაკლი ბერაია  წარუდგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა  ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი,  ირაკლი ბერაია წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის  უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს,  პრემიერ-მინისტრის შესაბამისი  ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

გიორგი გუგუჩია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, ასევე…

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა.…

გაიცანით, საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები შეემატნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები შეემატნენ (4 გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლი –…

8 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული…

ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც…

მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას  გაეცნო

საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის…

ასპინძაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში რეგიონული თამაშები გაიმართა

ასპინძაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში რეგიონული თამაშები კულტურისა და დასვენების პარკში, ხელოვნურსაფარიან ფეხბურთის…

ირაკლი კობახიძე – დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს

გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში, ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა…

ირაკლი კობახიძე – NGO-ების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება – ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე

NGO-ების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად,…

პრემიერი – გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ

კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც…

ბაღების სააგენტოსა და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის არსებული თანამშრომლობა ფართოვდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ (Save the Children) შორის არსებული თანამშრომლობა…