fbpx

პრემიერ-მინისტრმა 9  აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი  მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან  იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება