fbpx

ასპინძაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში რეგიონული თამაშები გაიმართა

ასპინძაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში რეგიონული თამაშები კულტურისა და დასვენების პარკში, ხელოვნურსაფარიან ფეხბურთის მინი სტადიონზე გაიმართა. აღნიშნულ ოლიმპიადაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების გოგონებისა და ბიჭების 6 გუნდი მონაწილეობდა. გოგონათა გუნდებს შორის გამარჯვებულები ასე გადანაწილდა: I ადგილი – ახალციხის საჯარო სკოლა II ადგილი – სოფელ ძველის საჯარო სკოლა რაც შეეხება ბიჭებს შორის შეჯიბრს, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბა ადიგენისა და ბორჯომის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. I ადგილი – ადიგენის საჯარო სკოლა; II ადგილი – ბორჯომის საჯარო სკოლა. მონაწილეები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ფართლაძემ მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. გამარჯვებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებენ ზონალურ თამაშებში. რეგიონულ თამაშებს ორგანიზება ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება