fbpx

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხები და ინვესტორებისა და ბიზნესისთვის აქტუალური თემები განიხილეს

საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა. საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა  ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. ინვესტორთა საბჭოში შემავალი წევრი ბიზნესასოციაციაციების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს. საბჭოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში  ალკის ვრენიოს დრაკინოსმა.

საგარეო უწყება,  მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა  – ილია დარჩიაშვილი

„დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის…

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში არაბთაგაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმისთან გაცნობითიშეხვედრა…

მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარგაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციისწარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა,…

ბოლნისი რაიონის, სოფელ ხიდისყურში ნოვრუზ ბაირამისდღესასწაული აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან, საქართველოს პარლამენტისწევრ გოგი მეშველიანთან და…

ბერლინის სამოგზაურო მედია კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში,ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში “International Media Marketplace”(Travel Media Conference) მიიღო მონაწილეობა.კონფერენცია ტურიზმის…

მიხეილ სარჯველაძე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და…

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ…

კახა კალაძე ილია თოფურიას: ფეხბურთელების და გულშემატკივრებისთვის დიდისტიმულია, რომ მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილიათოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა.კახა კალაძემ მას პირადად მიულოცა…

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოსთავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია…

ირაკლი კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე – ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება,  უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ავიარეისები

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის…

ირაკლი კობახიძე – ილია თოფურია  იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე  იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს,  არის  სწორედ ილია თოფურია

ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ  ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიმართა   სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ  ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ  მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების  ორდენი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – კიდევ  ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ  სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ,  ჩვენი ევროპული ინტეგრაციის  წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი  ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ „ევრონესტთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. „რეალურად გასაგებია აქ რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას,  მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში და როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი  ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,“- განაცხადა  პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს

ძმებო და დებო გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს,…

პრემიერ-მინისტრი ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს  პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი…