იმაზე, თუ მაგალითად ვინ აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიებს. ყველამ ვიცით, რომ შავი ფული ტრიალებს კონკრეტულ ტელევიზიებში. ხაზარაძეს მიაქვს თვეში 240 000 ლარი „ტვ პირველში“, ეს არის დაუდეკლარირებელი ფული, მაგალითად. ეს ამ კანონს არ ეხება, რადგან მოქალაქეს მიაქვს, მაგრამ ზოგადად ვამბობ, შავი ფული არის პრობლემა როგორც პარტიებში, ისე NGO-ებში. კეზერაშვილს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ის აფინანსებს ტელევიზიებს, პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამ შავი ფულის ჩვენება ხომ პრობლემაა.
სახელს რაც შეეხება, მაშინ გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით. მთავარია, ვიღაცამ გვაღირსოს ერთი კონკრეტული პრობლემა ამ კანონთან დაკავშირებით და ზოგადი განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან, რომ კანონი არ ვარგა, რატომ არ ვარგა ხომ უნდა გვითხრან და ვერაფერს გვეუბნებიან, ეს არის პრობლემა,“- განაცხადა პრემიერმა.