fbpx

ლერი სულაბერიძეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ბიზნესმენი ირაკლი ღლონტი დააკავეს.

ვაკის პოლიციის განყოფილებაში, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ლერი სულაბერიძეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ბიზნესმენი ირაკლი ღლონტი დააკავეს.

ის ადგილიდან პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით იყო დაკითხული.

ბიზნესმენი ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სულაბერიძესა და ღლონტს შორის დაპირისპირების მიზეზი.

გამოძიება ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავება.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares