fbpx

ავთო ბილანიშვილი არის საკუთარ ოჯახთან ერთად საქართველოში, არსად წასვლას არ აპირებს-ადვოკატი ელისო კილაძეს სიცრუეში ამხელს

ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” ადვოკატი, თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბილანიშვილის მიმართ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

მისივე განცხადებით, ბილანიშვილი არის საკუთარ ოჯახთან ერთად საქართველოში, არსად წასვლას არ აპირებს და “არც გასაქცევად აქვს საქმე.”

“მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ავთო ბილანიშვილს (კაწრო) არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებთან. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სკანდალურ კადრებში თეთრპერანგიანი მამაკაცი კაწრო არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაასკვნა, რომ ბატონმა გვარამიამ გაავრცელა არაზუსტი და შესაბამისად, ტყუილი ინფორმაცია ბილანიშვილის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი აღმოჩნდა ასევე „მთავარი არხის“ ინფორმაცია, თითქოს კაწრო იმყოფებოდა დაჩი ბუაძის ქორწილში… რომ ვინმე პოლიციელი არის ავთოს ნათესავი და მფარველი….. და კიდევ ბევრი მოკლეფეხება ტყუილის მიუხედავად, კვლავაც მიზანმიმართულად ავრცელებენ მორიგ სისულელეს, რომ თითქოს ავთო ბილანიშვილი ქვეყნის დატოვებას გეგმავს, თუ უკვე დატოვაო…

ხაზგასმით ვამბობ, რომ ავთო ბილანიშვილი არის საკუთარ ოჯახთან ერთად საქართველოში, არსად წასვლას არ აპირებს და არც გასაქცევად აქვს საქმე… ერთი ადამიანის შესახებ ამდენი აბსურდი და დეზინფორმაცია უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება ე.წ. დამოუკიდებელი მედიის და „გამომძიებელი“ ჟურნალისტების მხრიდან. თუ იძიებთ, რეალობა გამოძიეთ ბატონებო და ქალბატონებო, სიმართლე გაარკვიეთ და ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში. სირცხვილია, უკიდურესი სირცხვილია!!!“ – წერს აბესაძე.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იგივე “კაწრო” “ბარგს ალაგებს” და საქართველოს უახლოესი რეისით დატოვებს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares