fbpx

ლევან ჭოტორლიშვილი: პარადოქსია, მაგრამ ხალხი რომელსაც ელჩის მითითებების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, გველაპარაკება თავისუფლებაზე

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისი განცხადებით, ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს ამბობს ეროვნულ დამოუკიდებლობასა და პიროვნულ თავმოყვარეობაზე, ვინაიდან კეთილდღეობას მონურ მორჩილებაში ხედავენ. ჭოტორლიშვილს პარადოქსად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ელჩის ნებისმიერი მითითების აღსასრულებლად მზად არიან, თავისუფლებაზე საუბრობენ.

„ტრაგიკული ამ ყველაფერში არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს ამბობს ეროვნულ დამოუკიდებლობაზე და პიროვნულ თავმოყვარეობაზე.
მზად არიან მიიღონ უცხო ქვეყნის ელჩის მითითებები და აღასრულონ მონური მორჩილებით, რადგან ამ მორჩილებაში ხედავენ კეთილდღეობას და მომავლის პერსპექტივას.
პარადოქსია, მაგრამ ხალხი რომელსაც ელჩის მითითებების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, გველაპარაკება თავისუფლებაზე. კეთილდღეობის მიზნით ვინც თავმოყვარეობაზე ამბობს უარს, კეთილდღეობის ნაცვლად მიიღებს გაჭირვებას და მომავლის პერსპექტივის ნაცვლად მიიღებს ომს.“ – წერს ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება