fbpx

გურამ მაჭარაშვილი: მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რევოლუციურ სცენარში ახალგაზრდების გამოყენება უნდოდათ – კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ესეც იყო – მათ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს ჩვენს ახალგაზრდებს ვერ შევწირავდით

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ საზოგადოებისა და ახალგაზრდების გამოყენება რევოლუციურ სცენარში უნდოდათ. ესეც ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო იმისთვის, რის გამოც ჩვენ ეს კანონი გამოვიწვიეთ – მათ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს ჩვენს ახალგაზრდებს ვერ შევწირავდით. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა ის, რომ კანონის გამოწვევით გამოვაცალეთ მათ ის შანსები, რაც დაგეგმილი ჰქონდათ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ – ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“.

მერაბიშვილი თბილისურ მაიდანსაც არ გამორიცხავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება