fbpx

გია ვოლსკი: თუკი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დაპირისპირება წარმოიშვა, სწორი ნაბიჯია უკან დახევა

თუკი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დაპირისპირება წარმოიშვა, სწორი ნაბიჯია უკან დახევა: სწორი ნაბიჯია გაწვევა იმ კნონპორექტისა, რომელმაც გამოიწვია ეს დაპირისპირებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტთან მიმდინარე აქციებს და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი იყო დაპირისპირების თავიდან აცილება, ხოლო ექტრემისტული ძალების გეგმა სისხლისღვრასთან და სამოქალაქო დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული.

„დაპირისპირებების არ განვითარება არის მთავარი გეგმა, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ექტრემისტულ ძალებს გააჩნიათ აბსოლუტურად სხვა გეგმა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან, სამოქალაქო დაპისირპიებასთან და თუნდაც ომთან, რომელზეც პირველად არ თქმულა და ეს მხოლოდ ჩეი მოსაზრება არ არის – სწორედაც მათი განცხადებებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით.“ – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მშვიდობიანი აქციები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ყველა განვითარებულ დემოკრატიას ახასიათებს, თუმცა, როდეაც არსებობს სისხლიანი დაპირისპირების განვითარების გეგმა, ეს უკვე სცდება მშვიდობიან აქციას და სხვა კატეგორიაში გადადის.

მშვიდობიანი აქციები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ყველა განვითარებულ დემოკრატიას ახასიათებს. სამწუხაროდ, ძალიან „დიდი ჯახები“ ხდება ევროპულ დედაქალაქებსა და ქალაქებში, მაგრამ, როდესაც გეგმა არსებობს იმისა, რომ როგორმე სისხლიანი დაპისიპირება განვითარდეს, ეს უკვე სხვა კატეგორიაში უნდა განვიხილოთ. ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ იმას, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩავერთოთ და მოვახდინოთ ის, რა გეგმის მატარებელიც არის დღეს ოპოზიციის მე ვიტყოდი ექსტრემისტული და არა რადიკალური ნაწილი, არის სწორედ იმ პროცესების მომხრე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს და რამდენიმე ათეული წლით უკან გადაისვრის.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველო საკუთარ პოზიციას არც საგარეო კურსის და არც სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით არ გადაუხვევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება