მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს – გვერდიგვერდ დაუდგნენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი-ზელენსკი

მოვუწოდე ევროკავშირის ლიდერებს – ევროსაბჭოს რიგგარეშე სხდომის მონაწილეებს, გვერდიგვერდ დაუდგნენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი“ – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმერ ზელენსკი წერს. 

„ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: პუტინი ახლა თუ ვერ მიიღებს ღირსეულ პასუხს, უფრო შორს წავა.

დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ძლიერი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, ჩამოაშორეთ მას აგრესიის გასაგრძელებლად: გამორთეთ SWIFT-დან, დააწესეთ ემბარგო ნავთობისა და გაზის ვაჭრობაზე, დაეხმარეთ ჯარს იარაღით და მხარი დაუჭირეთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციას.

ჩვენი ხალხი იხოცება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. დიდხანს ველოდით ღია კართან. ნატოს წევრობაზე – პასუხები არ მოგვისმენია.

ახლა ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული მოქმედებები“, – წერს ზელენსკი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება