fbpx

მშვიდობა თუ გვინდა, სწორად ვიქცევით!შედეგი თუ გვინდა-არასწორად,თუმცა, როცა იცი, რომ შედეგი მაინც არ დადგება, ამიტომ მით უფრო მეტად ჭკვიანური სვლაა-რაია ჯანხოთელი

რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში წერს-

ნათქვამია, სხვის ომში ყველა ბრძენიაო!ხოდა ბრძენობენ ჩვენი და უკრაინის ერთიანად “გულშემატკივრები”-შეშფოთებულები, აღშფოთებულები, სანქციებით მოვაჭრე სამყაროს ბოსები…გადამთიელები!არადა, ჩვენც ხომ გავიარეთ არაერთგზის!ჩვენზე უკეთ ვინ იცის რა ცეცხლი ტრიალებს უკრაინელის გულში-მარტო იარაღიდან გასროლილი ცეცხლი არა-გაცილებით უფრო მძიმე, მეტად მტკივნეული და აუტანელი😢და ამ დროს როგორია ელოდო სხვას, რომელსაც არაფრის მომტანი სანქციების დაწესების დაპირებით გაყავს დრო ! (არ გამომეკიდოთ სიტყვაზე და არ დაიწყოთ იმის დათვლა ტრილიონებში, რაც მოსალოდნელ ზარალში ჩამოუჩოთქეს რუსეთს)-მე გაცილებით სხვა უფრო მნიშვნელოვანს ვგულისხმობ, რადგან არაფერია ყოველ წამს დაკარგული სიცოცხლის სანაცვლო და საპირწონე!რუსეთის პოლიტიკა ასეთია-ძალმომრეობითი და მოძალადე!დაშალე და იბატონე!ანექსია გაუკეთე და შეიერთე!ვითომ დამოუკიდებელი ერთეჯლი და ამ დროს რუსეთია!ყველა ჯერ შემოტევაზე გასდის იმიტომ რომ…. და კიდევ სანქციები და შეთანხმებები არ ჭრის რუსეთთან!დღეს ჩვენ საკმაოდ შეკავებული პოლიტიკა გვაქ პროცესებთან მიმართებაში. იდეაში, არც ვამწვავებთ, არც ვამწარებთ, არც ვიწვევთ!საქართველოსთვის ასე სჯობს, ისეთი სიტუაციაა, უკეთესია შეკავების პოლიტიკა!კარგად ვიცით უკრაინა როგორცაა დღეს, ჩვენც ხომ გავლილი გვაქ ეს გზა🥲მშვიდობა თუ გვინდა, სწორად ვიქცევით!შედეგი თუ გვინდა-არასწორად.თუმცა, როცა იცი, რომ შედეგი მაინც არ დადგება, ამიტომ მით უფრო მეტად ჭკვიანური სვლაა..რეალურად, ეს პრობლემის გადავადებაა,, მაგრამ ვიცით რომ ასე სჯობს…!“სხვის ომში მხოლოდ სულელი ომობსო” ასეც ამბობენ… ჩვენ ჩვენიც გვყოფნის!გიორგი ბრწყინვალემ მტერი დიპლომატიით, უბრძოლველად მოიგერია, რომელიც 200 წელი ბატონობდა საქართველოში. რატომ?-იმიტომ რომ გიორგი არ იყო დავითი და იცოდა სხვანაირად არ გამოვიდოდა!გიორგი ბრწყინვალეს პოლიტიკას ვადგავართ დღეს-მე კარგად ვხედავ მის სიკეთეებს-დღევანდელსაც და მომავლისაც!არ გვინდა ომი!ჩვენზე დიდი ქვეყნები დაადგნენ შეკავების პოლიტიკას, ჩვენ ვინ ვართ, მით უფრო არაერთხელ ვნახეთ, რომ არავის იმედად არ უნდა იომო!პ.ს. გთხოვთ პოლემიკაში ნუ შემოხვალთ!არ არსებიბს ყველას ერთნაირად ესმოდეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება