ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დავით აღმაშენებლის ძეგლი , დიდი მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს გელათის მონასტერში, მის საფლავთან. ” დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე. “დავითობას ” გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ” დავითობის” აღსანიშნავად, დღესვე, ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება: გამოფენა “ძლევაი საკვირველი”, პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“, დოკუმენტური ფილმის „დავით IV – აღმაშენებელის” ჩვენება. ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.