fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენს ოპოზიციაში რომ კოლექტიური ტვინების კვდომის პროცესი მიმდინარეობს, სრულიად აშკარაა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს. როგორც ანჯაფარიძე წერს, „ევროპული საქართველო“ მარცხს მუდამ სხვებს აბრალებს, ასევეა დანარჩენი პარტიები, რომლებიც არა საკუთარი პარტიის შიგნით, არამედ მის გარეთ ეძებს მარცხის მიზეზებს და მათი დღის წესრიგი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებზე იგება, რასაც საზოგადოება ნათლად ხედავს. მისი თქმით პარტიების უმეტესობა უცხოურ საელჩოებსა და ვოიაჟებში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე თავიანთ ამომრჩეველთან შეხვედრებზე. „საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა ერთხელ თქვა რომ NATO-ს „ტვინის კვდომის“ პროცესს ვუყურებთო. NATO-ზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენს ოპოზიციაში რომ კოლექტიური ტვინების კვდომის პროცესი მიმდინარეობს, სრულიად აშკარაა. ეს ბევრ რამეში ვლინდება, მათ შორის მათ საჯარო მსჯელობებში სოცქსელებში. აი მაგალითისთვის ერთ-ერთს დავესესხები. თურმე ერთადერთ ადამიანს -გიგი უგულავას დაუღუპავს „ევროპული საქართველო,“ ხონჩით მიართვაო პარტია „ნაცმოძრაობას“ და ა.შ. თუ ეს მართლაც ასეა, და უგულავა ყოფილა პარტიაში ყველაფრის განმკარგავი, და შემაკავებელი ვერ მოეძებნა, მაშინ რაზე აქვს პარტიას საერთოდ პრეტენზია? ლოგიკური ყოფილა ის შედეგი რაც მიიღეს არჩევნებზე და შეიძლება იმაზე მეტიც რასაც იმსახურებდნენ. „ევროპული საქართველო“ საკუთარ მარცხს მუდამ სხვებს აბრალებს და არასოდეს ეძებს მიზეზებს საკუთარ თავში. საარჩევნო შტაბის უფროსად რომ ისეთ ვინმეს დანიშნავ, ვისაც ამ კუთხით არავითარი გამოცდილება არ გააჩნია და არცერთი წარმატებული საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია, რატომ გგონია რომ მაღალ შედეგს დადებ? იგივე ეხება თავად „ნაცმოძრაობას,“ რომელიც დღეს მთლიანად მიშა სააკაშვილის ხუშტურებზე აგებს მის დღის წესრიგს და რატომღაც ჰგონია რომ ხალხი ამას ვერ ხედავს. იმავეს თქმა შეიძლება „ლელოზეც,“ გახარიას პარტიაზე და სხვებზეც, რომლებიც არა საკუთარი პარტიის შიგნით, არამედ მის გარეთ ეძებს მარცხის მიზეზებს. ამ პარტიების უმეტესობა უცხოურ საელჩოებსა და ვოიაჟებში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე თავიანთ ამომრჩეველთან შეხვედრებზე. დარბიან ხან ბრიუსელში ხან ვაშინგტონში და ნაცემი ბავშვივით ტირიან, ჰგონიათ შეიცოდებენ. დასავლეთმა ერთჯერადად უკვე „შეიცოდა“ ოპოზიცია, როდესაც „შარლ მიშელის“ დოკუმენტი გადმოუგდო მაშველი 43%-ით. თუმცა ოპოზიციამ ესეც ვერ გამოიყენა. შესაბამისად, არიან ახლა მიდებ-მოდების რეჟიმში, რომ გარკვეული ხნის მერე ისევ დაიწყონ ტირილი „გვცემესო“- წერს ანჯაფარიძე.

შეყვანაWrite to Anuka Tsiklauri

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება