fbpx

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დავით აღმაშენებლის ძეგლი

ქუთაისში  დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი   ღონისძიებები გაიმართა.  ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დავით აღმაშენებლის ძეგლი , დიდი მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს გელათის მონასტერში, მის საფლავთან. ” დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა  საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად,  განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე. “დავითობას ” გილოცავთ!   ძლიერ, დამოუკიდებელ და  თავისუფალ  საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ” დავითობის” აღსანიშნავად, დღესვე, ქუთაისის  ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში  რამდენიმე  ღონისძიება გაიმართება: გამოფენა “ძლევაი საკვირველი”, პროფესორ ელდარ თავბერიძის  საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი  და ქართული სახელმწიფოებრიობა“, დოკუმენტური ფილმის „დავით IV – აღმაშენებელის” ჩვენება. ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება