სოზარ სუბარი- სოფელ მელეში, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, მიმდინარეობს ყველა სახლის დეზინფექცია.

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, მიმდინარეობს ყველა სახლის დეზინფექცია. ერთხელ უკვე ჩატარდა თერმოსკრინინგი და ახლა ეს პროცედურა მეორედ მიმდინარეობს. გუშინ დაიხურა ყველა მაღაზია, სადაც სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა, პერსონალს გადაეცა დაცვითი საშუალებები.

დღეს ეს მაღაზიები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ვფიქრობთ, რომ ლენტეხის შემთხვევაში ძალიან მალე დავასრულებთ მთელი მუნიციპალიტეტის სრულ შემოწმებას, ეს შეიძლება ორ დღეში მოხდეს. თბილისიდან დასავლეთ საქართველოში გაიგზავნა 50 დისტანციური თერმომეტრი, აქედან 15 ლენტეხს გადაეცემა. ეს თერმომეტრები უსასყიდლოდ PSP-მ გადმოგვცა.

სურსათის მომარაგების მხრივ, მარნეულსა და ბოლნისთან შედარებით აქ გაცილებით მარტივი იქნება. ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. მარნეულსა და ბოლნისში 1 დღეში მოგვარდა ეს საკითხები, თუმცა იქ გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული მოთხოვნილება, არამედ ის როლიც, რომელსაც ამ 2 მუნიციპალიტეტიდან გამომავალი პროდუქცია დანარჩენი საქართველოს სურსათით უზრუნველყოფაში ასრულებს“,

გაუზიარე!

Shares