fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი-მაისის ბოლომდე თავდაცვის ობიექტებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხუთი ათასამდე ადამიანი დასაქმდება….

ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და აღჭურვა თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა. ვგულისხმობ 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას, ბაზების კეთილმოწყობას და ყველა შენობის რეაბილიტაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სისტემა სრულად განახლდება. „ამის გარდა ჩვენი ჯარისკაცების აღჭურვა და ეკიპირება შესაბამისი ხარისხის სტანდარტით მოხდება. იქნება ეს კვება, სამედიცინო დაზღვევა თუ ხელფასები – ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი“,

მაისის ბოლომდე თავდაცვის ობიექტებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხუთი ათასამდე ადამიანი დასაქმდება. „ჩვენივე კუთვნილი სამშენებლო კომპანია ვაკანტურ ადგილებზე გამოაცხადებს ვაკანსიებს. სამუშაოები გაიშლება ყველა რეგიონში, 250 ობიექტზე და 60 ლოკაციაზე. მუშა-მოსამსახურეებს არ ექნებათ შეხება ბაზებთან. გაივლიან თერმოსკრინინგს და იმოძრავებენ სპეციალურ კორიდორში“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares