როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
„ამ მიმართულებით შეფერხება არსებობს – როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ მივიდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ახლაც სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იმყოფება. ბუნებრივია, რისი საჭიროებაც იარსებებს, ყველანაირი სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.