„ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. თითოეული მათგანი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე“ –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით.  

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. 

„ამ მიმართულებით შეფერხება არსებობს – როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ  მივიდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ახლაც სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იმყოფება. ბუნებრივია, რისი საჭიროებაც იარსებებს, ყველანაირი სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება“  – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება