ახალი პოლიტიკური პარტიის „სოცდეკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო ბასილაძე: ჩვენთვის, ქვიარ ადამიანებისთვის პოლიტიკა არ არის მხოლოდ „ორიენტაცია”, „გენდერული იდენტობა” და „ინტეგრაცია”, ქვიარობა მგრძნობელობაა, რომელიც არსებულ მჩაგვრელ სისტემას უპირისპირდება

პოლიტიკური გაერთიანების „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე, პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოფო ბასილაძემ განაცხადა, რომ ქვიარ ადამიანებისთვის პოლიტიკა მხოლოდ „ორიენტაცია”, “გენდერული იდენტობა” და “ინტეგრაცია” ან ვიწრო რეფორმისტული სტრატეგიები არ არის.

მისი განცხადებით, ქვიარობა მგრძნობელობაა, რომელიც არსებულ მჩაგვრელ სისტემას უპირისპირდება.

“ჩვენთვის, ქვიარ ადამიანებისთვის პოლიტიკა არ არის მხოლოდ “ორიენტაცია”, “გენდერული იდენტობა” და “ინტეგრაცია”, საკანონმდებლო ცვლილებებზე ორიენტაცია ან ვიწრო რეფორმისტული სტრატეგიები. ქვიარობა მგრძნობელობაა, რომელიც არსებულ მჩაგვრელ სისტემას უპირისპირდება, სისტემას, რომელიც ყველას ჩაგრავს სქესის, სექსუალობის ან გენდერული იდენტობის მიუხედავად,” – აღნიშნა სოფო ბასილაძემ, რომლის ციტატასაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება