მე მინდა ძლიერი ერთიანი საქართველო სადაც სიძულვილის ენა პოლიტიკური ნიშნით აღარ იქნება- თამარ მოშიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ხმა მსოფლიოს,, დამფუძნებელი თამარ მოშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს-მეგობრებო დღე მშვიდობის! გთხოვთ გაეცანით ჩემს განცხადებას! ვფიქრობ ბევრის სათქმელს ვიტყვი ! მე თქვენ მიყვარხართ!

მე მინდა ძლიერი ერთიანი საქართველო სადაც სიძულვილის ენა -ადამიანების ლანძღვა პოლიტიკური ნიშნით აღარ იქნება! ერის ასეთი დაპირისპირება/გახლეჩვა დასრულდება, რომელიც სამწუხაროდ მართულია გარე ძალებით! ახალგაზრდებმა უნდა შესძლონ საერთო ენის გამონახვა!

მე, ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა მივეცით ხმა ქართულ ოცნებას! რაც ჩემი და ჩვენი უფლებაა! ამიტომ მიუღებელია:

მიუღებელია ბნ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შეურაცხყოფა და ლანძღვა!!! მიუღებელია ოცნების გუნდის და მათი მხარდაჭერების ლანძღვა!

მიუღებელია პოლიტიკური არჩევანის გამო, რაც ჩემი და ჩვენი უფლებაა, გვეძახონ მე და ჩემს თანამოაზრებს ნახირი და გვისურვონ ამოწყვეტა და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები! გვლანძღონ

საჯაროდ !!!

მიუღებელია ქვეყნის იმიჯის დაკნინება საერთაშორისო ფლატფორმაზე!

მიუღებელია ახალგაზრდების დაპირისიპირება ასეთი მასშტაბის ! ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის მომავალია!

მიუღებელია – ბიზნესის და ბიზნესმენების დისკრედიტაცია პოლიტიკური ნიშნით ( რაც მრავლად ვნახე ოცნების მხარდამჭერების მიმართ)

მჯერა, შევძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება!

ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ! მე, ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები,ჩემი არასამთავრობო ვიბრძოლებთ და საქართველო და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს!

პატივისცემით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება