აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები, აქამდე ვისთვის დაუშლიათ საბჭოთა წარსულის შესახებ საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტური მასალის კვლევა?-გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი-ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო…აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები, აქამდე ვისთვის დაუშლიათ საბჭოთა წარსულის შესახებ საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე. არ გჯერათ ქალბატონო რასა? სხვა რა გჯერათ? სამყაროს დაქცევას აბრალებთ ქართველებს. გვემუქრებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად აქციეთ. აგერ, თუ არ იყო წვდომა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე. 13 წლის წინ 600 გვერდიანი საარქივო დოკუმენტების კრებული გამოვეცი, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული სამოციქულო ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დედა ეკლესია არც თქვენ გეხატებათ გულზე, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა. ისე გინდათ წარმოაჩინოთ, თითქოს საბჭოთა პერიოდზე საარქივო მასალები ცხრაკლიტულში გვაქვს და სამყაროს ვუმალავთ. არადა, ეს მასალები, წლებია, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოელ მკითხველსაც მიეწოდება მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მეშვეობით. აგერ, ბატონო ლინკები, ინგლისურ ენაზეა, წაიკითხეთ, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.

https://digitalcommons.georgefox.edu/ree/vol34/iss3/2
https://digitalcommons.georgefox.edu/ree/vol37/iss5/4

https://digitalcommons.georgefox.edu/ree/vol44/iss10/5/

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება