ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე დასრულდა.

ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე დასრულდა.

რიგით მეათე კონფერენცია ქალაქ წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები იმერეთის რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთვის პრიორიტეტული და აქტუალური საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა საკუთარი ხედვები, იდეები და რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებები გააჟღერეს. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება; ხაზი გაესვა გარე ფაქტორების ზემოქმედებას, ხელისუფლების არჩეულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონფერენციების მიზანია პოლარიზაციის დასრულება, ერთმანეთთან აქტიური დიალოგი და არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ღია დისკუსია.

შეხვედრის დიდი ნაწილი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მსვლელობისას, ახალგაზრდებმა რეგიონის მთავარ გამოწვევებად მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა და დასაქმების პრობლემა დაასახელეს. მათ ასევე იმსჯელეს საკუთარ როლზე, თუ როგორ შეიძლება მიეცეთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში. მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხელს უწყობს ცოცხალ პროცესს, რათა საზოგადოებაში დისკუსია და ჯანსაღი აზრის ფორმირება დაიწყოს, რაშიც დიდი როლი სწორედ ახალგაზრდების ჩართულობას ენიჭება.

„გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში. შევეცდებით, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ხალხთან და გათვალისწინებული იყოს მათი აზრები. აუცილებელია კომუნიკაცია და მომავალშიც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავხსნათ დიალოგის საშუალება“, – ვარლამ ლიპარტელიანი.

„დღევანდელი შეხვედრაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, რაც მოიცავს იმას, რომ განსაკუთრებით წყალტუბოს სწორად გამოყენება მოხდეს მისი რესურსის, ბუნებიდან გამომდინარე, გარკვეული სპორტული მიმართულებები განვითარდეს და ამგვარად, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, – მარიამ გრიგოლიშვილი.

„ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, სადაც ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეის დაგენერირებას. მოგვიანებით კი, როდესაც დავუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი რეგიონები“, – თეკლა თიკანაშვილი.

„განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება იმერეთში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაც აქამდე ვიშრომეთ, დღეს ბავშვებმა დაადასტურეს, რომ ყველაფერს მოაქვს შედეგი. ეს კიდევ ერთხელ არის იმის საშუალება, რომ ერთმანეთთან მეტი დიალოგი და დისკუსია გვქონდეს”, – ანრი მეტრეველი.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. იმერეთის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათივე რეგიონში გაიმართა და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდნენ. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.

ნაკლების ჩვენება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება