დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა
„დასავლეთი სომხეთს სთავაზოს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად“ უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხ ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით.
„დასავლეთი სომხეთს სთავაზოს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად უფრო მაღალ პოზიციებზე“ მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას. ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა.
ის, რომ ფაშინიანმა სომხეთში შეინარჩუნა ძალაუფლება სტრატეგიულად საქართველოს და აზერბაიჯანს ძალიანაც აწყობს იმიტომ, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში დღეს არ გვჭირდება, მაგრამ გვაწყობს პროგნოზირებადი ფაშინიანის პოზიცია, რომელსაც აქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული ოფიციალურ ბაქოსთან გლობალური სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად, რომლის უკან არის სტაბილურობა და ეკონომიკური თავისუფლება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ზოგადად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებით და ეკონომიკური სტაბილურობით,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.