ქალაქ სიღნაღში, ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრისა და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ომარ კოკოლიშვილის სახელობის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

მონაწილეებმა ორ კატეგორიაში იასპარეზეს:

10 წლამდე ჭაბუკები და სენიორები (1966 წლის 1 იანვრამდე დაბადებულები).

10 წლამდე ჭაბუკებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი — სოფია ლიმარი;

II ადგილი — მარიამ ჭამიაშვილი;

III ადგილი — ანდრია დურალიძე.

სენიორებში გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი — ვანო სიფრაშვილი;

II ადგილი — გიორგი ქიტესაშვილი;

III ადგილი — ირაკლი ქვლივიძე.

ჩემპიონატის გამარჯვებულები  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის მოადგილეებმა – დავით დურგლიშვილმა, გოჩა ვარდიაშვილმა, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დააჯილდოვეს. 

გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება