მონაწილეებმა ორ კატეგორიაში იასპარეზეს:
10 წლამდე ჭაბუკები და სენიორები (1966 წლის 1 იანვრამდე დაბადებულები).
10 წლამდე ჭაბუკებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი — სოფია ლიმარი;
II ადგილი — მარიამ ჭამიაშვილი;
III ადგილი — ანდრია დურალიძე.
სენიორებში გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი — ვანო სიფრაშვილი;
II ადგილი — გიორგი ქიტესაშვილი;
III ადგილი — ირაკლი ქვლივიძე.
ჩემპიონატის გამარჯვებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის მოადგილეებმა – დავით დურგლიშვილმა, გოჩა ვარდიაშვილმა, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დააჯილდოვეს.
გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.