„ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს ლანძღავს, სამარცხვინოები დაგაბოროტებული ადამიანები არიან, რომლებსაც არც ქვეყნის და მათ შორის არცნაკრების წარმატება არ უხარიათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთონაკრების წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არასწორია, რადგან,მისი თქმით, ამ ფეხბურთელებმა ქართული ფეხბურთი განსხვავებულ ნიშნულზეაიყვანეს.„სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით,რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ. ისინი უპირისპირდებიან ყველასდა ყველაფერს, ვინც მათ გევრდით არ დგას. ერჩიან ყველას, შეურაცხყოფასაყენებენ, აგინებენ, ლანძღავენ. ჯანსაღი საზოგადოება რეალურად ანალიზსაკეთებს და კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ დაუკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ,განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს,მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს. ამ ხალხს არც ადრე უხაროდათ ჩვენი ნაკრებისწარმატება და გამარჯვებები. ისინი გაბოროტებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ დაქვეყნის ყველა წარმატებას ებრძვიან.რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, არის როგორც წარმატებულითამაშები, ასევე წარუმატებელიც. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ფეხბურთია დაყოველთვის ვერ მოიგებ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გუნდი და ჩვენი ბიჭები, წაგებისა დამოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი არიან ახალგაზრდები, ვინცქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს და განსხვავებულ ნიშნულზეაიყვანეს. ყველანი უბედნიერესები ვიყავით, როდესაც ისტორია დაიწერა და ჩვენიეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შემდეგ წელს გუნდმარამდენიმე თამაში რომ წააგო, ამის გამო ფეხბურთელები ლანძღო და შეურაცხყოფააყენო, სწორი არაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.