„ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნისინტერესები დააყენა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარეპროცესის თემაზე ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, წინა შემთხვევებში ივანიშვილის მიმართ მიღებულიგადაწყვეტილებები და მისი დასანქცირება იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ახლაცგამორიცხული არაფერია.„ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მისი შანტაჟიმიმდინარეობდა. ეს არც დაგვიმალავს და ამაზე ღიად ვისაუბრეთ. მან სხვადასხვაქვეყანაში სასამართლო პროცესი წარმატებით დაასრულა, თუმცა, მისთვის თანხაარ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველაინსტაციაში გამართლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირქვეყნით აშანტაჟებდნენ. ისიც ვიცით, აქედან გამომდინარე, მან რა პოზიციადაიკავა და რა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაცგავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები.პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს,პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდებამსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანსსანქციას უწესებ, ეს განმარტებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულიუნდა იყოს. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენისადმინისტრაცია ძირითადად სიძულვილით, მუქარით, შანტაჟით იყო დაკავებული.გამოვიდნენ და დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისგარეშე. მაშინ ჩვენ მტკიცედ დავდექით, ქვეყნის ინტერესები დავიცავით. არმივეცით მათ იმის უფლება, რომ ქვეყანა ომში ჩეთრიათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ,ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და სწორედ ამიტომ მიიღეს მაშინ ესგადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.