fbpx

99 წლის რიტა რეინოლდსმა, რომელიც მთელი ცხოვრება შოკოლადით იკვებებოდა, კორონავირუსი დაამარცხა

99 წლის ბებომ, რომელიც მთელი ცხოვრება შოკოლადით იკვებებოდა, კორონავირუსი დაამარცხა

99 წლის რიტა რეინოლდსმა, რომელიც ბრიტანეთში გამოჯანმრთელებულ ადამიანთა შორის უხუცესია, საშიში ვირუსი ძალიან მალე და მარტივად დაამარცხა. როგორც მოხუცის შვილიშვილები ხუმრობენ, ბებოს საიდუმლო ტკბილეულისგან შემდგარი დიეტაა.

რიტას ვირუსის დიაგნოზი 25 მარტს დაუდგინეს და ოჯახი ყველაზე ცუდი შედეგისთვის ემზადებოდა.

თავად ქალბატონს იმედი არც ერთი წამით არ დაუკარგავს და დიდად არც ცხოვრების წესი შეუცვლია. ბებოს მხნეობის შენარჩუნებაში საყვარელი მარმელადი ეხმარებოდა, რომლითაც შვილიშვილები და შვილთაშვილები უხვად ამარაგებდნენ.

რეინოლდსი მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო ძალებში მსახურობდა და  მხოლოდ 21 წლის იყო, როდესაც სახლი დაუბომბეს. სიკვდილს მაშინ შემთხვევით გადაურჩა.

„როდესაც კორონავირუსის შესახებ იგებ და თანაც დაავადებული 99 წლის ადამიანია, იმედი თითქოს არ არსებობს – ვფიქრობდი რიტა ამას ვერ შეძლებდა, თუმცა ის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა“ – იხსენებს ქალბატონის ერთ–ერთი ექიმი.

არც ვიცი ბებომ ეს როგორ შეძლო, მას ხილი და ბოსტნეული ცხოვრებაში არ უჭამია. მარმელადის დიეტა აქვს და მთელი ცხოვრება მხოლოდ შოკოლადით იკვებება“– განაცხადა რიტას ერთ–ერთმა შვილთაშვილმა – „თუმცა სიგარეტსა და ალკოჰოლზე ყოველთვის უარს ამბობდა“.

რიტას სამი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ყავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება