fbpx

თურქული “ბურსა ილდირიმსპორის” ფეხბურთელმა ჯევხერ თოქთაშმა 5 წლის შვილი გაგუდა

თურქული “ბურსა ილდირიმსპორის” ფეხბურთელმა ჯევხერ თოქთაშმა შვილის მკვლელობა აღიარა, – იტყობინება ამ მართლაც საშინელ ამბავს “დეილი საბაჰი”.23 აპრილს 5 წლის კასიმი საავადმყოფოში დააწვინეს, ეჭვი ჰქონდათ, რომ კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. ფეხბურთელმა ბავშვი საავადმყოფოში მოინახულა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ექიმებმა ჩათვალეს, რომ კასიმი კორონავირუსის გართულების გამო დაიღუპა.

11 დღის შემდეგ 32 წლის ფეხბურთელმა პოლიციელებთან შვილის მკვლელობა აღიარა. მან თქვა, რომ ის გაგუდა.“ბალიში 15 წუთის განმავლობაში სახეზე დავადე. ცდილობდა თავი გადაერჩინა, მაგრამ ვიდრე არ მოკვდა, ბალიშს ხელი არ გავუშვი”, – განაცხადა

ჯევხერმა, რომელმაც ჩადენილი დანაშაული ნერვული აშლილობით ახსნა. მან აგრეთვე გაამხილა, რომ შვილი არასოდეს არ უყვარდა.თოქთაშს მეუღლე და კიდევ ერთი შვილი ჰყავს. მას სასამართლო, ალბათ, სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება