fbpx

თამთა მეგრელიშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ეს დოკუმენტი არის ეროვნული დოკუმენტი, რომელიც შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად სახელისუფლებო გუნდმა გაბედულად, ეროვნული ღირსებით მიიღო.

თამთა მეგრელიშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ეს დოკუმენტი არის ეროვნული დოკუმენტი, რომელიც შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად სახელისუფლებო გუნდმა გაბედულად, ეროვნული ღირსებით მიიღო

„გილოცავთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი სამართლებრივად სრულყოფილ ეროვნულ და ამასთანავე ევროპულ დოკუმენტად იქცა!“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი არის ეროვნული დოკუმენტი, რომელიც შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად სახელისუფლებო გუნდმა გაბედულად, ეროვნული ღირსებით მიიღო! „გილოცავთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი სამართლებრივად სრულყოფილ ეროვნულ და ამასთანავე ევროპულ დოკუმენტად იქცა! (საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა). კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. დოკუმენტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. დოკუმენტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. დოკუმენტის პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს”. განხილვის პროცესში ტერმინი „სათანადო მინიშნება” შეიცვალა და მის ნაცვლად „სათანადო ინფორმაცია” ჩაიწერა. დოკუმენტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს „შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე”, მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი;
  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი;
  • კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.
  • – ეს დოკუმენტი არის ეროვნული დოკუმენტი, რომელიც შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად სახელისუფლებო გუნდმა გაბედულად, ეროვნული ღირსებით მიიღო! მადლობა „ქართულ ოცნებას” მადლობა „ხალხის ძალას” ამ დიდ ბრძოლაში სახელმწიფოებრივი პოზიციის ბოლომდე დაცვისა და გატანისათვის. ჩვენ ეს ბრძოლაც მოვიგეთ!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება