fbpx

6 სექტემბერს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო 6 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

messenger sharing button
whatsapp sharing button

ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმას ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებს, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ფოკუსირებით.

ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება