fbpx

სამტრედიაში ,,ევროკავშირი საქართველოსთვის” და ,,ქალთა ფონდი საართველოსთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს სამტრედიაში ,,ევროკავშირი საქართველოსთვის” და ,,ქალთა ფონდი საართველოსთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თემაზე ,,ინფორმირებულობა უფლებებისთვის და ღირსეული შრომისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დევნილმა და ეკომიგრანტმა ქალბატონებმა დაინტერესებულ პირებთან ერთად.

,,შრომით უფლებებზე საზოგადოების ინფორმირებულობა ამ ფონზე გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ჯგუფებში და ეკომიგრანტებში. იმერეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი – ხონი, წყალტუბო და სამტრედია, ამ კუთხით გამოირჩევა, სადაც საერთო ჯამში 4 000-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი და 500-მდე ეკომიგრანტო ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად ამ დასახლებებში მცხოვრები ქალები შრომით ურთიერთობებში ადგილზე არსებულ დამსაქმებლებთან არიან. მნიშვნელოვანია ამ სამიზნე ჯგუფის ინფორმირებულობა შრომით ურთიერთობებზე,” აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სწორედ მათ გაძლიერებაზეა ორიენტირებული – უფლებებზე ინფორმირებულობის და უნარების შეძენის მიმართულებით.
პროექტის „ინფორმირებულობა უფლებებისთვის და ღირსეული შრომისთვის“ მიზანი დევნილი და ეკომიგრანტი ქალების შრომით უფლებებზე ინფორმირებულობა, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი უნარების გაძლიერებაა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის მიერ დაგეგმილია შემდეგი ამოცანები:

დევნილი და ეკომიგრანტი ქალების შრომითი უფლებების გაცნობა და დაცვის მექნიზმების სწავლა და გამომუშავება;
დევნილი და ეკომიგრანტი ქალების საბაზისო უნარების ჩამოყალიბება შრომითი ურთიერთობის საწყის ეტაპზე; (რეზიუმეს შედგენა, გასაუბრების ტექნიკები, სამოტივაციო წერილი)
საინფორმაციო/პიარ აქციების ჩატარება;
მედია გადაცემების მომზადება; (2 ტელე და 1 რადიო).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება