fbpx

სკანდალი!პედაგოგები წალენჯიხის მერის წინააღმდეგ ფართომაშტაბიან აქციებს გეგმავენ

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი სკანდალში ეხვევა, მერია საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, საბავშვო ბაღის აიპის თანამშრომლებს მიადგა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს ათავისუფლებს.

გათავისუფლების შესახებ ბაღების თანამშრომლებს, დახურულ თათბირზე აცნობეს და უთხრეს, რომ მიზეზი, ბავშვთა კვებისთვის საჭირო თანხების სიმცირეა.

წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილება ბაღების თანამშრომლებმა, აქციით გააპროტესტეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ რეორგანიზაცია არის მიზეზი და მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერი მერი გიორგი ხარჩილავა შეხვდა. შეხვედრამ მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა და უშედეგოდ დასრულდა. ბაღების თანამშრომელთა განცხადებით, მათ მერისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს და სამომავლოდ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. თუ პრობლემა არ მოგვარდა, ახალ სასწავლო წელს ბაღების თანამშრომლები გაფიცვით შეხვდებიან.

თავის მხრივ, ოპოზიციონერი მერი აცხადებს, რომ ოპტიმიზაცია გარდაუვალია და მერია კანონის ფარგლებში მოქმედებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 საბავშვო ბაღში 368 თანამშრომელია. რეფორმის პირველი ეტაპის შედეგად, საბავშვო ბაღებში 333 თანამშრომელი უნდა დარჩეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება