fbpx

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში სკვერი რეაბილიტირდა

ისნის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად
განაგრძობს.
ამჟამად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში დასასვენებელი და
გასართობი სივრცის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე ბავშვთა ატრაქციონები დამონტაჟდა,
ფანჩატური, სკამები და ურნები განთავსდა და ახალი LED განათების სისტემა
მოეწყო.
ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაკეთდა გამწვანების თარგები და დაირგო ხე-
მცენარეები.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 406 011 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ისნის
რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა
ლაბუჩიძესთან ერთად დაათავალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება